სოფელ ველისციხეში ორსაუკუნოვანი თეატრალური ცხოვრება გრძელდება

Makakhaziuri Makaxazi
Created by Makakhaziuri Makaxazi (User Generated Content*)User Generated Content is not posted by anyone affiliated with, or on behalf of, Playbuzz.com.
On Apr 11, 2019

სოფელ ველისციხეში ორსაუკუნოვანი თეატრალური ცხოვრება გრძელდება

სოფელ ველისციხის თეატრი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში თეატრალური ცხოვრება 2 საუკუნეს ითვლის.

თეატრის ისტორია XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება. სოფელში, სადაც თეატრის შენობა არ ჰქონდათ, მოყვარული მსახიობები თეატრალურ წარმოდგენებს მემამულეების სახლებში ან ღია ცის ქვეშ ეზოში მართავდნენ.
პირველი წარმოდგენა ერისთავის კომედია ,,ძუნწი“ ივანე ჯანდიერის სახლში დაიდგა. სოფელში ახლა აღნიშნულ ფაქტს კულტურული მიმართულებით მომხდარ მოვლენად მოიხსენიებენ, საიდანაც საფუძველი ჩაეყარა თეატრალურ ცხოვრებას.
მას შემდეგ იყო ბევრი სპექტაკლები, ლიტერატურული და სალონური საღამოები, როგორც მოყვარული ასევე ცნობილი მსახიობების მონაწილეობით იდგმებოდა.
სოფელში თეატრის აშენება 1922 წელს დაიწყო და 1923 წელს დამთავრდა. ის 1929-1949 წლებში სახელმწიფო დრამატული თეატრის, ხოლო 1950 წლიდან დღემდე სახალხო თეატრის სახელით ფუნქციონირებს და ვასო გოძიაშვილის სახელს ატარებს.

საინფორმაციო დაფა მსახიობების და სპექტაკლების შესახებ

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ომარ კაკაბაძე სოფელში მოქმედი თეატრის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

ომარ კაკაბაძე იხსენებს, რომ 1970 წელს თეატრის შენობა დაიწვა და მსახიობებს 19 წლის განმავლობაში მუშაობა შენობის გარეშე მოუწიათ. 1986 წელს კი გურჯაანის რაიკომის პირველი მდივნის დავით სარიშვილის, თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარის გიგა ლორთქიფანიძის და ველისციხის კოლმეურნეობის თავმჯდომარის თამაზ მესხის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა თეატრის რეაბილიტაციას. თეატრი დღემდე თანამშრომლების და ადგილობრივების მიერ შენარჩუნებულია.
ომარ კაკაბაძეს თქმით, თეატრში ადრე რამდენიმე ათეული თანამშრომელი მუშაობდა, ახლა იქ 13 თანამშრომელი ყავთ, რაც წინა წლებთან შედარებით მცირეა, თუმცა ისინი წელიწადში 2 ახალი სპექტაკლის დადგმას მაინც ახერხებენ.
მისივე თქმით, თითო თანამშრომელი რამდენიმე საქმეს ითავსებს რაც რთულია, თუმცა საყვარელი საქმის გაკეთება მათთვის სასიამოვნო პროცესია.

ომარ კაკაბაძე

ველისციხის კულტურის სახლის დირექტორი, ნუნუ კარდენახიშვილი აღნიშნავს, რომ ველისციხის კულტურული ცხოვრების განვითარებაში თეატრის აქტიურმა მუშაობამ გადამწყვეტი როლი შეასრულა.

ნუნუ კარდენახიშვილი ასევე თეატრში არსებულ პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ კულტურის სფეროს დღეს დიდი ყურადღება არ ექცევა, რაც სამწუხაროა.
მისივე თქმით, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ინიციატივით დაგეგმილია ველისციხის თეატრის და მისი მიმდებარე ქუჩების და სახლების რეაბილიტაცია, რის შემდეგაც იმედი აქვთ, რომ თეატრში და სოფელში
შექმნილი პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება.

ნუნუ კარდენახიშვილი

მსახიობი მარინე ჯანჯიბუხაშვილი ველისციხის თეატრში 1980 წლიდან დღემდე სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობს.

ის სპექტაკლის დადგმამდე სხვა პირებთან ერთად მონაწილეობას იღებს ყველა აქტივობაში: ქმნიან ტექსტურ მასალას, აკეთებენ მონტაჟს, აფორმებენ მუსიკალურად და ცდილობენ თავიაანთი შემოქმედება ყველა ასაკის მაყურებლის ინტერესებს დაემთხვას.
იგი ამბობს, რომ მაყურებელი ცოტაა, თუმცა ეს მათ საყვარელი საქმის კეთებაში ხელს ნაკლებად უშლით.
მარინა ჯანჯიბუხაშვილის სურვილია თეატრი მეტად გააქტიურდეს და მაყურებლის რაოდენობაც გაიზარდოს.

მარინა ჯანჯიბუხაშვილი-მსახიობი

These are 10 of the World CRAZIEST Ice Cream Flavors
Created by Tal Garner
On Nov 18, 2021