რეტროგრადული იუპიტერი - 9 მარტი - 9 ივლისი: გავლენა ზოდიაქოს ნიშნებზე

რეტროგრადული პლანეტები ზოდიაქოს ყველა ნიშანზე მოქმედებენ. 2018 წელს იუპიტერის ენერგეტიკა ცხოვრების ყველა სფეროზე იმოქმედებს. დიდი გავლენა აქვს ადამიანებზე რეტროგრადულ პლანეტასაც - ის ადამიანებს უფრო აგრესიულს ხდის; ამავე დროს, მათში აღვიძებს ბევრ ადამიანურ თვისებასაც და ეხმარება პოტენციალის რეალიზებაში.

Sputnik Georgia
Created by Sputnik Georgia (User Generated Content*)User Generated Content is not posted by anyone affiliated with, or on behalf of, Playbuzz.com.
On Mar 9, 2018
Help Translate This Item

იუპიტერი მძლავრი პლანეტაა. ის ჩვეულებრივ პოზიციაში ადამიანებზე დადებითად მოქმედებს; მოაქვს ცხოვრებაში ოპტიმიზმი, სტიმულს აძლევს ადამიანებს პრობლემების გადაწყვეტასა და კეთილდღეობის მიღწევაში; ეხმარება სირთულეების გადალახვაში. რეტროგრადულ მდგომარეობაში კი იუპიტერს ასევე არანაკლები ზეგავლენა აქვს - ის ადამიანებს უფრო აგრესიულს ხდის.

რეტროგრადული იუპიტერის ენერგეტიკა ხანდახან ადამიანებს ეხმარება კიდეც, მაგალითად, საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში. მისი რეტროგრადული მოძრაობის დროს ადამიანები უფრო ადამიანური ხდებიან. ამ პერიოდში შეიძლება ბევრი დაკავდეს ქველმოქმედებით. რეტროგრადული იუპიტერი ასევე ხელს უწყობს სწავლის პროცესს, განსაკუთრებით ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, დამოუკიდებლობისა და ჰარმონიის მიღწევას.  
უსიამოვნებების ასარიდებლად მიჰყევით ასტროლოგების რჩევებს.

ასტროლოგები ზოდიაქოს ყველა ნიშანს ურჩევენ, 9 მარტიდან 9 ივლისამდე პერიოდში თავი შეიკავონ სიახლეებისგან. ამის ნაცვლად, სჯობს, ყურადღება უკვე დაგეგმილ საქმეებსა და თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენების ანალიზს მიაპყროთ.

ვერძი

ვერძებმა რეტროგრადული იუპიტერის ზეგავლენით შეიძლება შევიწროება და მერყეობა იგრძნონ. ასევე მათ გაუმძაფრდებათ შემოქმედებისა და სიმშვენიერის სიყვარული, რაც პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება. ასევე, შეიძლება პრობლემები გაუჩნდეთ განწყობის ცვალებადობასთან დაკავშირებით. ერიდეთ აგრესიის გამოვლენას - ახლობლებს ეს ძალიან გაანაწყენებს, ხოლო საქმიან სფეროში თქვენს რეპუტაციაზე იმოქმედებს.

კურო

რეტროგრადული პლანეტის ზეგავლენით კუროები შეიძლება ისეთ საქმეს შეეჭიდონ, რომელიც მათ ჩიხში შეიყვანს. ისინი მათთვის უჩვეულო ემოციების ქვეშ მოექცევიან, ასევე შეიძლება ადრე დასახული მიზნისკენ სვლაში მოტივაცია გაუქრეთ. ასტროლოგები გირჩევენ, კარგად აწონ-დაწონოთ გადაწყვეტილებები, რომ შეცდომებისგან დაიზღვიოთ თავი. ასევე, არაა გამორიცხული, რომ კუროებს გაფანტულობა დასჩემდეთ - ესეც ცუდად აისახება სამუშაოს შესრულებაზე.

ტყუპი

რეტროგრადული იუპიტერის დროს ტყუპებს ზედმეტი ლაპარაკი და მუდმივი ცვალებადობა სჩვევიათ, ეს კი სამუშაოს ხელს უშლის. ზედაპირულმა მსჯელობებმა და იმპულსურობამ შეიძლება წარუმატებლობა მოიტანოს, ამიტომ დაფიქრდით, სანამ რამეს იტყვით. თუმცა, პლანეტის ენერგეტიკას ერთი კარგი რამის მოტანაც შეუძლია - ამაღლდება საკომუნიკაციო უნარები, ამიტომ იოლად გამონახავთ საერთო ენას საყვარელ ადამიანთან.

კირჩხიბი

კირჩხიბებს რეტროგრადული იუპიტერი ნაკლებ მგრძნობიარობას ჰპირდება, ეს კი ურთიერთობებს წაადგება. ასევე იმოქმედებს იუპიტერი მათ სვლაზე დასახული მიზნისკენ ისე, რომ განცდებზე ყურადღება არ გაეფანტებათ. მათ შესაძლებლობა აქვთ, იმედი ჰქონდეთ საკუთარი ძალებისა და უარი თქვან სიზარმაცეზე, რომელიც პირად ცხოვრებასა და სამუშაოში წარმატებებს ამუხრუჭებდა.

ლომი

იუპიტერის ენერგეტიკა ლომებს დაეხმარება ფეთქებადი ტემპერამენტის მოთოკვაში, ასევე გარშემომყოფების მიმართ სოლიდარობის გამოხატვაში. ამ პერიოდში ლომებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ საკუთარ განწყობებს და ბრძოლა დაიწყონ ეგოიზმთან, რომელიც მათ ცხოვრებით ტკბობაში უშლის ხელს.

ქალწული

ქალწულებს რეტროგრადულმა პლანეტამ შეიძლება ხელი შეუშალოს ყოველი დღით ტკბობაში. მათ შეიძლება მკაცრი ჩარჩოებით შემოიფარგლონ თავი და შემდეგ ამ ჩარჩოებიდან გასვლა მოუნდეთ. ასტროლოგები გირჩევენ, თავი დაანებოთ პირობით ფარგლებში თავის მოქცევას, მიეცით თავს მეტი სილაღის უფლება, სიმკაცრე წარმატების მიღწევაში - ვერც პირად და ვერც საქმიან სფეროში ვერ დაგეხმარებათ.

სასწორი

სასწორებს ასტროლოგები პლანეტის უკუსვლის პერიოდში მოდუნებას ურჩევენ. ისწავლეთ სამუშაოსა და პირადი ცხოვრების გამიჯვნა, რომ ისინი ერთმანეთს არ უშლიდნენ ხელს, ხშირად მოდუნდით. კონტროლსა და მუდმივ დაძაბულობას შეუძლია, მალე გამოგაცალოთ ძალები, ეს კი უარყოფითად აისახება საქმეებზეც და ურთიერთობებზეც ოჯახში.

მორიელი

იუპიტერი მორიელებს ჰარმონიასა და მეტად თავისუფალ ვითარებას მოუტანს. ისინი შეძლებენ სრულფასოვან დასვენებას და ზომიერ საქმიანობას. რეტროგრადული პლანეტა მათ დადებითი ენერგეტიკას გამოუგზავნის, რომლის გამოყენებაც შეიძლება როგორც დაგეგმილი საქმეების აუჩქარებლად შესრულებაზე, ისე სასიამოვნო დასვენებისთვის. ამ პერიოდში მორიელებს შეუძლიათ მიხედონ თავის ჯანმრთელობას.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს პლანეტის რეტროგრადული მოძრაობის დროს ცხოვრების ყველა სფეროში შეუძლიათ აქტიურად განვითარდნენ. ასტროლოგები გირჩევენ, ნუ იქნებით ზედმეტად მიამიტი, რომ უხერხულ ვითარებაში არ აღმოჩნდეთ. მთლიანობაში იუპიტერს დადებითი გავლენა ექნება მათზე, რაც ამ ნიშნის წარმომადგენლებს წარმატებების მიღწევაში დაეხმარება როგორც საქმიანი, ისე პირად ფრონტზე. გამორიცხეთ სპონტანური ქმედებები, რათა კეთილდღეობას მიაღწიოთ.

თხის რქა

თხის რქებმა ყურადღება პირად ამბიციებს უნდა მიაქციონ. ასტროლოგები მათ ურჩევენ, გახდნენ მეტად დამოუკიდებელი და ჩარჩოებისგან თავისუფალი. უპირატესობას საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობებში, ასევე პოტენციურ პარტნიორთან რომანტიკული ურთიერთობებისთვის მოგანიჭებთ პოზიტიური განწყობა და ახალი წარმატებების მიღწევის სურვილი, ასევე ემოციების შებოჭვის გარეშე გამოხატვა.

მერწყული

მერწყულის ნიშნის წარმომადგენლებმა იუპიტერის უკუსვლის პერიოდში კომპრომისის გამონახვა უნდა ისწავლონ. თუ ისწავლიან თავიანთი ნების გამოხატვასა და ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე ზეგავლენის მოხდენას, წარმატება უკვე დროის საქმე იქნება. არ დაივიწყოთ, რომ ბედნიერება ახლობელ ადამიანებს უნდა გაუზიაროთ. მათი მხარდაჭერა ჰარმონიის მოპოვებასა და კეთილდღეობის მიღწევაში დაგეხმარებათ.

თევზები

თევზები თავიანთ ძლიერ ემოციურობას უნდა შეეწინააღმდეგონ. ისწავლეთ ემოციების გაკონტროლება, რომლებიც ხშირად იმაზე მეტ განცდებს იწვევს, ვიდრე საჭიროა. მიეცით თავს უფლება, რომ იცხოვროთ სრულფასოვნად, განიცადეთ არა მხოლოდ ნეგატიური ემოციები, არამედ პოზიტივიც. რეტროგრადული იუპიტერი ბედნიერებისა და ჰარმონიის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

These are 10 of the World CRAZIEST Ice Cream Flavors
Created by Tal Garner
On Nov 18, 2021