ოდნავ უფრო რთული ტესტი კოგნიტურ რეფლექსიაზე

ასეთი ტიპის ტესტები მოიფიქრა იელის უნივერსიტეტის პროფესორმა ფ. ფრედერიკმა. ისინი ეფუძნება ე. წ. "აზროვნების ინერციას".

Valeri Merkviladze
Created by Valeri Merkviladze (User Generated Content*)User Generated Content is not posted by anyone affiliated with, or on behalf of, Playbuzz.com.
On Nov 15, 2017
Help Translate This Item

თუ რომელიმე კონკრეტული ციფრი გაიზარდა 25%–ით, რამდენი პროცენტით უნდა შემცირდეს ეს ახალი ციფრი, რომ მივიღოთ საწყისი ციფრი?

თუ თქვენ თბილისიდან ბათუმამდე მანქანით მოძრაობდით 100 კმ/სთ-ში სიჩქარით, ხოლო ბათუმიდან თბილისამდე 50 კმ/სთ-ში სიჩქარით, როგორი იყო თქვენი საშუალო სიჩქარე?

გაზაფხულზე მინდორი იფარება ყვავილებით. ყოველდღე მათი გავრცელების ფართობი ორმაგდება. მთლიანად მინდორს ყვავილები დაფარავენ 48 დღეში. რამდენ დღეში დაიფარება ყვავილებით მინდვრის ნახევარი?

მატარებელი A - დან B - ქალაქში ჩადის 7 დღეღამეში, ისევე როგორც პირიქით, B - დან A - ში. ორივე ქალაქიდან მატარებლები გამოდიან ყოველდღე, დღეში თითო. თუ თქვენ A - ქალაქიდან გამოსული მატარებლის მგზავრი ხართ, B - ქალაქიდან გამოსულ რამდენ შემხვედრ მატარებელს ნახავთ იქ ჩასვლამდე? არანაირი სხვა მარშრუტის მატარებლები ამ ქალაქებში არ დადიან.

ფრედერიკი ბოლოს ასეთ კითხვასაც სვამდა – როგორ გირჩევნიათ ეხლავე მიიღოთ 3000$ თუ ერთი თვის მერე – 3600$. გამოვიდა, რომ ვინც ინტუიციურად სწრაფად და ჯამში არასწორად პასუხობდა ირჩევდა ეხლავე 3000$. ისინი იმპულსურნი არიან და მათ უჭირთ ლოდინი. ხოლო ისინი კი ვინც ირჩევდა – ერთთვიან ლოდინს და 3600$–ს, უფრო სწორად პასუხობდნენ ასეთი ტიპის ამოცანებს, ვინაიდან იმის ნებისყოფა აქვთ, რომ მოიცადონ და უფრო კარგად გაანალიზონ სიტუაცია.

These are 10 of the World CRAZIEST Ice Cream Flavors
Created by Tal Garner
On Nov 18, 2021